
ხარიტონ ვარდოშვილი
1895 – 1970
ბიოგრაფია
დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი და მუშაობა დაიწყო ფოთში გაზეთების გამავრცელებლად. 1914 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზეთ „ახალ აზრში“. 1916 წლიდან მუშაობდა ქუთაისის გაზეთ „სამშობლოში“. 1918 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტში სიტყვიერების ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად, პარალელურად თანამშრომლობდა პრესაში „თეატრი და ცხოვრება“, „განათლება“, „ჯეჯილი“, „კვალი“ და სხვა. 1921 წლიდან მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში. 1924 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული. სულ გამოცემული აქვს 10 პოეტური კრებული. 1959 წელს გამოვიდა მისი თხზულებების რჩეული. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.