უკან დაბრუნება
კონსტანტინე ჭიჭინაძე

კონსტანტინე ჭიჭინაძე

1891 – 1960

ბიოგრაფია

საშუალო განთლება მიიღო ქუთაისსა და ბაქოში. 1916 წელს თბილისში დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი. ერთხანს სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში. სპეციალობით მიწათმოქმედმა მთელი სიცოცხლე ქართულ ლიტერატურასა და მეცნიერებას შეალია. იგი აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ „კავკასიონში“, რომლის გარშემოც შემოკრებილნი იყვნენ დ. კლდიაშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, ლ. ქიაჩელი, გ. რობაქიძე, პ. ინგოროყვა და სხვები. პირველი ლექსი 1908 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა. ქართულად თარგმნა ბაირონის რამდენიმე პოემა, ედგარ პოს, პუშკინის, ლერმონტოვის, ბლოკის ნაწარმოებები, „ამბავი იგორის ლაშქრობისა“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“, გერმანული ეპოსი „სიმღერა ნიბელუნგებზე“, ვ. ბრიუსოვის ნაწარმოებები და სხვა. მნიშვნელოვანია მისი წვლილი რუსთველოლოგიაში. მას დაწერილი აქვს ვეფხისტყაოსანის კვლევა 1934 წელს. მასვე ეკუთვნის ღრმადმეცნიერული ნაშრომი „ალიტერაცია ქართულ შაირში და ვეფხისტყაოსნის პოემა“. კონსტამტინე ჭიჭინაძე დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნი“ს ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.