პოეზია
ყურშა
„არიქა, ყურშავ!“ უხმობს ფარულად
ძაღლს ჩაძინებულს პატარა ბავშვი.
აღმოაჩინა, რომ ეზოს თავში
მეზობლის ღორი შემოპარულა.
სახით უჩვენა რისხვა და წყენა,
უშვერს ზემოთკენ თითს დავალებით.
გამოახილა ყურშამ თვალები
და ვარდისფერი გამოყო ენა.
ჰქონდა ყმაწვილთან კავშირი ძმური,
მაგრამ პატრონად ეპატარავა, -
მისი ბრძანებით ზევით არ ავა,
ისე აცქვიტა ყასიდად ყური.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა