პოეზია
ჩხართი
მთელი მიდამო ჩამავალი მზით გაალულა.
ჰყვავინ ბლები, შიგადაშიგ ატმების ჩართვით.
მსხალზე მოპარვით შსმოფრინდა ჭრელგულა ჩხართვი
და ფითრის ლამაზ მარგალიტებს ჰკორტნის მალულად.
ბიჭმა ფეხწადგმით გადაგრიხა ტირიფის წნელი,
ხელი მოხვია ხმელ წალამს და მაგრად შეკონა.
ჩხართვი გაფრინდა. კრუხს პირველად ქორი ეგონა,
მერე დაიწყო სამშვიდობო კაკანი ნელი...
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა