პოეზია
ლერწამი
შორს, უდაბნოში დაჭკნა ლერწამი
რა ჩრდილი აღარ დაურჩა ფარად,
დაჭკნა ლერწამი განმარტოებით,
მოკვდა ლერწამი მშვიდად და წყნარად.
ტანჯვის კოცონზე დაიწვა სული
და ჩაიფერფლა მთელი არსება,
ჰო... გავა დრონი, ჩემი სიცოცხლეც
იმ დამჭკნარ ლერწამს დაემსგავსება.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა