
სოფო მგელაძე
1894 – 1936
ბიოგრაფია
საფო მგელაძე დაიბადა 1894 წელს, გურიაში, სოფელ ჯურუყვეთში, აზნაურ იოსებ გიგინეიშვილისა და ქრისტინე კანდელაკის ოჯახში. პატარაობიდანვე გამოირჩეოდა სწავლისადმი დიდი ინტერესით. ხუთი წლისას ასწავლეს წერა-კითხვა. ექვსი წლისა მიიყვანეს სოფლის სკოლაში. რვა წლისამ დაწერა პირველი ლექსი. 1908 წელს გამოაქვეყნა ლექსი „საქართველო“ ჟურნალ „საქართველოში“, ხოლო ორი ლექსი აკაკის იუბილის გამო ჟურნალ „ფასკუნჯში“. ორივე ჟურნალს რედაქტორობდა ვალერიან გუნია.