პოეზია
სიმღერა
ყვავილებით შუბლს შეგიმკობ,
მკერდს ჩაგიბნევ თაიგულსა
ტანს მოგახვევ ტურფა ეთერს,
მზის სხივებით მოქარგულსა...
საგოგმანოდ მოგთავაზებ
ვარსკვლავთ წყებას, განამწკვრივებს,
პირფარეშად არ მოგაკლებ
ბადრის მთვარის გრძნეულ სხივებს...
ღრუბლის ტახტზე ღმერთად დაგსვამ,
განთიადსა გამსახურებ,
ნექტარს გასმევ, უკვდავების
წყაროს თმაზე მოგაპკურებ...
ცის და ქვეყნის ჰარმონიას
აგიმღერებ - შენივ შვილი,
ოღონდ დედი, გაიღვიძე,
ნუ ხარ მონა, კმარა ძილი!..
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა