
სიმონ ბადურაშვილი
1889 – 1916
ბიოგრაფია
ბადურაშვილი სიმონ (სიკო) – (1889 1916) ფსევდონიმი – კიკნა-ფშაველა. ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ჟებოტაში (თიანეთი); დაამთავრა თიანეთის ორკლასიანი და თელავის სასულიერო სასწავლებლები. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. ვაჟა-ფშაველას დახმარებით შევიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სტიპენდიატი. 1913 წელს სწავლა გააგრძელა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. „თავისუფალის” ფსევდონიმით ტიციან ტაბიძის ხელნაწერ ჟურნალ „შუქში” აქვეყნებდა ლექსებს. 1910 წლიდან მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. მისი შემოქმედების მთავარი თემა იყო სამშობლო და სიცოცხლე. მან 200 ლექსის, ექვსი პოემის, ათი მოთხრობისა და რამდენიმე სტატიის დაწერა მოასწრო. მწერლის ხელნაწერები და საოჯახო ბიბლიოთეკა დაკარგულია. დაიღუპა ტრაგიკულად, 26 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.