შალვა ფორჩხიძე
პოეზია

გაზაფხულის დილა

ეს რა დილა მოფრენილა, ეს რა ცის ჭიატი ჩნდება, მიწა ნათლით მოფენილა, ყველაფერზე თვალი მრჩება! ცხრათვალა მზის სხივი ფარავს ყოველ ხეზე ყოველ ფოთოლს, შესევია ფერდობს ფარა, დედას ეძებს კრავი თოთო. თავს ევლება ჩიტი ბუდეს, რა ლამაზი აუგია! შიგ მზის ტოლა კვერცხი უდევს, ჯერ არავის გაუგია! გამოჩეკავს ოქროს ფრინველს და ჭიკჭიკით შესძრავს სივრცეს, უგალობებს მამულს პირველს, გულს სიხარულს შემოგვისევს. ეს რა დილა მოფრენილა, ეს რა სასწაული ვნახე, მიწა ნათლით მოფენილა და ულურჯეს თვალებს ახელს!..
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/2930-shalva-forchxidze--me-shen-mikvarxar-tavdavitskebit.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    გაზაფხულის დილა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში