
შალვა ფორჩხიძე
1919 – 2006
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა (1946). ლირიკული ლექსების პირველი კრებული "საწინდარი" (1950). ძირითადი პოეტური კრებულები: "ჩემო ქვეყანავ" (1952), "შენ ხარ ვენახი" (1956), "ხმაურისა და სიჩუმის შორის" (1962), "ჟამი ამზევებისა" (1970), "ჩალისფერი კერპები" (1975), "ეს შენ ხარ, შენ ხარ!" (1978), "ერთტომეული" (1980), "ლექსები"(1983). მის პოეზიაში გადმოცემულია საქართველოს ყოფისა და ბუნების კოლორიტული სურათები. რესპუბლიკის მოწინავე ადამიანებს ეძღვნება პოეტის წიგნი "პასტორალები" (1977). მას ეკუთვნის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები ქართველ პოეტებზე (გ. ტაბიძე, პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, გ. ლეონიძე, ი. მოსაშვილი, ი. აბაშიძე, ჯ. ჩარკვიანი და სხვა., გამოცემულია ცალკე წიგნადაც რუსულ ენაზე 1977, სათაურით "დაფნის ხეებთან"), საყმაწვილო ლექსები და პოემები (კრებული "ძმობილები", 1955; "ორთავ თვალის სინათლევ!", 1979) და სხვა.