შალვა აფხაიძე
პოეზია

ლირიკული პეიზაჟი

ფართო ეზოა... მაღალ ჭადრის ქვეშ ხავსით დახრული დგანან ლოდები, იქვე ტირიფი ღელეში ვარსკვლავთ ეალერსება გრძელი ტოტებით. თბილი ბინდია... სადღაც ჭრიჭინა არავინ იცის ვის ედავება, და შეუმჩნევლად ფერმძინარ იას თავზე ადგება მთვარე ვეება. სძინავს სოფელს და სძინავს ნიავსაც, ცვრიან ფოთლებზე ნარინჯის ტყეში და მხოლოდ ფხიზლობს ორი მიჯნური ბროწეულების ბნელ ორღობეში. ესვრიან ისარს ერთმანეთს გულში თითქოს იმ იის მომართულ მშვილდით, მთვარე კი უვლის მათ ჩრდილს გარშემო ცბიერ ღიმილით წმინდა და მშვიდი.
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/10134-shalva-afxaidze--zghvastan.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა