
შალვა აფხაიძე
1894 – 1968
ბიოგრაფია
დაიბადა ოკრიბის ერთ-ერთ სოფელში. ადრე დაობლებული ბაბუამ გაზარდა. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა პეტერბურგის ს უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ისმენდა ნიკო მარის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა გამოჩენილ მეცნიერთა ლექციებს. 1917 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წლიდან იყო „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ჯგუფის აქტიური წევრი. მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ ხელოვნების მთავარ კომიტეტში, გაზეთ „მუშის“ რედაქციაში, გამომცემლობა „ტექნიკა და შორომაში“, იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი კონსულტანტი. აფხაიძის პირველი კრიტიკული წერილი დაიბეჭდა 1914 წელს, პირველი ლექსი — 1917 (ქუთაისის გაზეთ „მეგობარი“), პირველი კრებული „ლექსები“ — 1941 წელს. მისი ნაწარმოებების შემდგომი კრებულებიდან აღსანიშნავია „ლექსები“ (1949), „ერთტომეული“ (1954), „გაზაფხულის მელოდიები“ (1957), „გაზაფხულის განთიადები“ (1963), „კრიტიკული წერილები“ (1959) და სხვა.