სანდრო შანშიაშვილი
პოეზია

უცნაურობა

არ მინახავს, დაეჭიროს მტრედს მიმინო, ბატკანს მგელი, გატეხილი კვლავ გამთელდეს, კუტმა განვლოს შარა გრძელი! ბრმამ თვალხილულს გზა უჩვენოს, ყრუმ სიმღერა შეაფასოს. ყინვა შეშად შეუკეთო და საჭმელი მოგიხარშოს! გიჟი ჭკუას ასწავლიდეს. თევზი ცხვართან ბალახს ძოვდეს, მკვდარს ცოცხალი აეკიდოს, წყალი აღმა მთისკენ რბოდეს, არ მინახავს არასოდეს!
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/10062-sandro-shanshiashvili--sinatlis-rdzali.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    უცნაურობა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში