უკან დაბრუნება
სანდრო შანშიაშვილი

სანდრო შანშიაშვილი

1888 – 1979

ბიოგრაფია

1908 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგ გაემგზავრა ევროპაში, სწავლობდა ციურიხში, ბერნში, ბერლინში, ხოლო 1914 წელს დაამთავრა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და დაბრუნდა სამშობლოში. პირველი ნაბიჯები მწერლობაში ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს გადადგა. გიმნაზიაში გამოსცა და რედაქტორობდა ჟურნალ „ჩანგს“, რის გამოც დააპატიმრეს და სამი თვე მეტეხის ციხეში ამყოფეს. პირველი ლექსი გამოქვეყნდა გაზეთ „ისარში“ 1906 წელს, ხოლო პირველი პოეტური კრებული „სევდის ბაღი“ 1909 წელს. აქედან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ საქმიანობაში და სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 1914 წელს გამოსცა გაზეთი „საქართველო“, 1917 წელს ჟურნალი „ მერანი“. 1917 წელს მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. არჩეული იყო მის მთავარ კომიტეტში.