ნიკოლოზ ბარათაშვილი
პოეზია
1841

ცისა ფერს

* * * ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამქვეყნიურს, სიყრმითგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხლი მაქვს გაციებული, ვფიცავ მე – არ ვეტრფო არ ოდენ ფერსა სხვას. თვალებში მშვენიერს, ვეტრფი მე ცისა ფერს; მოსრული იგი ცით გამოკრთის სიამით. ფიქრი მე სანატრი მიმიწევს ცისა ქედს, რომ ეშხით დამდნარი შევერთო ლურჯსა ფერს. მოვკვდები – ვერ ვნახავ ცრემლსა მე მშობლიურს,- მის მაცვლად ცა ლურჯი დამაფრქვევს ცვარს ციურს! სამარეს ჩემსა როს გარს ნისლი მოეცვას,- იგიცა შესწიროს ციაგმა ლურჯსა ცას!
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ცისა ფერს | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში