ნიკოლოზ ბარათაშვილი
პოეზია
1839

სული ობოლი

ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას, ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, - საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი: ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი! მეგობართა, ნათესავთ მოკლებული, ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული; მაგრამ ერთხელ დაობლებული სული მარად ითმენს უნუგეშობას კრული! არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის; ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის, ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა, ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა! ძნელი არის მარტოობა სულისა: მას ელტვიან სიამენი სოფლისა, მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა, ოხვრა არის შვება უბედურისა!
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    სული ობოლი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში