ნიკოლო მიწიშვილი
პოეზია

სამშობლოს

ო, საქართველოვ, წიგნო, ჩუმად გადასაშლელო, გულისცემაში ჩასრესილო, სიკეთევ წმინდა. შენი წყლულებით მინდა გული მეც ავაჭრელო, შენი სახელით გახარება ათასჯერ მინდა. დიდი ტრფიალის მეც დამადგი მძიმე უღელი, გასწონე გული სიყვარულის მწივანა ისრით - მე, თავმოჭრილი, წამებაში შეწუხებული, გეამბორები, სახსოვარო, სისხლიან კისრით.
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/3983-nikolo-mitsishvili--sikvaruls.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    სამშობლოს | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში