მირზა გელოვანი
პოეზია

დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით

დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები. მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით, ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები. ჩემი გრძნობა ძლიერია, როგორც ქარიშხალი, სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა. მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა.
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/1152-mirza-gelovani--nu-mtser.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში