მარიჯანი
პოეზია

აბა, ჩემი რა ბრალია!

- თინა, მითხარ, ეს ჩხირები შენ დააძრე წინდებს, განა? - აბა, ჩემი რა ბრალია, თუ ხელები წაეტანა! - შენ შეჭამე ეს მურაბა? მოსვრილი გაქვს პირისახე! - აბა, ჩემი რა ბრალია, თუ თვალებმა დაინახეს! - რას დარბიხარ აქეთ-იქით, ხტომა ვეღარ გაათავე? - აბა, ჩემი რა ბრალია, ფეხებია დამნაშავე!
წყარო: https://poetry.ge/poets/marijani/poems/7448.aba-ra-chemi-bralia.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    აბა, ჩემი რა ბრალია! | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში