
მარიჯანი
1890 – 1978
ბიოგრაფია
1908 წელს დაამთავრა წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსი „ტბა“ 1916 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „სახალხო ფურცელში“[2], ხოლო კრებული ლექსები 1921 წელს. აქედან მოყოლებული პოეტი ქალის ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად. მარიჯანის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ნატიფი ლირიზმი, ორიგინალური თვალთახედვა. განსაკუთრებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა საბავშვო მწერლობაში. აღსანიშნავია მარიჯანის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. სწორედ მან გააცნო ქართველ ბავშვებს ს. მიხალკოვის, კ. ჩუკოვსკის, ე. შვარცის, მ. ალიგერის, ა. ტოლსტოის შემოქმედება. მისი თარგმნილი პიესები წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ჩვენი თეატრების სცენებზე.