პოეზია
ზამთრის პირი
შემოდგომა გაგვეპარა,
მიილია, მიიწურა.
ვენახები ჩაიკრიფა,
დასაწური დაიწურა.
მადლიანმა ღვინობისთვემ
კარი ტკბილად გაიხურა.
მზემ სხივები აიკრიფა
მიწამ ნისლი დაიხურა.
შავ თალხებში გახვეული
ტყე და ჭალა ჩაიბურა,
ცამ შუბლ-წარბი შეიჭმუხნა
და სათოვლედ დაიბურა.
წყალი ჩადგა კალაპოტში
როდიღაა მხიარული,
მერცხალი ფრთას აღარა სცემს
არც უგალობს მას ბულბული.
შემოდგომა გაგვეპარა
არე-მარეს ნისლი ბურავს
და საცაა დედამიწა
ზამთრის საბანს დაიხურავს.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა