
იროდიონ ევდოშვილი
1873 – 1916
ბიოგრაფია
მამამისი, ისაკ თადეოზის ძე ხოსიტაშვილი სოფლის ეკლესიის მთავარდიაკონი იყო, დედა – ევდოკია ხუნაშვილი – დიასახლისი. უფროსმა ძმამ, ილარიონმა თბილისში წაიყვანა პანსიონში, შემდეგ დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი (1890) და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის. ცოტა ხნით სწავლობდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში და შემდეგ მსახურობდა ყუბის პოლკში. 1894 წლის თებერვლაში სამსახური განაგრძო ბაქოს 153-ე ქვეითთა პოლკში, მიიღო უნტერ-ოფიცრის ჩინი, მაგრამ ოქტომბრის დასაწყისში თადარიგში გადაიყვანეს. პირველი ლექსი დაბეჭდა 1895 წელს ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. 1896-99 წლებში მუშაობდა ბაქოში ნობელის ქარხანაში და მონაწილეობდა იქ არსებული მუშათა სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1900-იანი წლებიდან თანამშრომლობდა მესამე დასის გაზეთ „კვალთან“. ამავე დროს გაეცნო მესამე დასელთა მემარცხენე ფრთას, ლადო კეცხოველს, სტალინს და თანამშრომლობდა მათ გაზეთ „ბრძოლასთან“. პოპულარული გახდა მისი ლექსი „მეგობრებო, წინ...წინ გასწით“.