უკან დაბრუნება
იოსებ დავითაშვილი

იოსებ დავითაშვილი

1850 – 1887

ბიოგრაფია

იოსებ სიმონის ძე დავითაშვილი (დ. 1 (13) ივლისი, 1850, გარდატენი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი – გ. 13 (25) მარტი, 1887, თელავი) — ქართველი პოეტი. დაიბადა ყმა გლეხის ოჯახში. მან ხანმოკლე შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში (1872-1887 წწ.) რამდენიმე ათეული ლექსი დაწერა. ლექსების პირველი კრებული „სტვირი“ 1880 წელს გამოაქვეყნა. მისი მოქალაქეობრივ-პატრიოტული ლირიკა „თერგდალეულთა“ ზეგავლენას განიცდიდა („წუთისოფელში ცხოვრება“, „ახალ მოლექსეს“, „მოხუცის სინანული“). პოეტის ზოგიერთი ლექსი სიმღერად იქცა („სამშობლო“; „მუშის სიმღერა“; „ბედის წყარო“ და სხვ.). ლექსების ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა („მუშის სიმღერა“, „გლეხი და თავადი“, „ბედის წყარო“, „თუნდ ვკვდებოდე“) პოეტის შემოქმედებას ხალხურ პოეზიასთან აახლოებს. დავითაშვილს დიდად აფასებდნენ ილია და აკაკი.

    იოსებ დავითაშვილი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში