ილო მოსაშვილი
პოეზია

ლეკის ქალი

ძვლები დამიფშვნა, დამკრა ციებამ, ბუხართან ქალი ნაწნავებს ნასკვავს. ქალს სიცხიანი თვალი მიება, როგორც დაღესტნის კრიალა ვარსკვლავს. მას ქმარი ჰყავდა, ტიალ ბორანთან, ალაზნის პირას, მოჰკლეს თუშებმა, საცაა იგი ჩონგურს მომართავს და ძველი სევდა მოეშუშება. ფანჯრებში მთვარე შემოპარულა, ქალს არ დახსნია დარდი ორგული: - ისევ ქმარს სტირი? - ვკითხე ფარულად. - სიყვარულს ვტირი! - ამბობს ჩონგური.
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/6836-ilo-mosashvili--qalvazhiani.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა