უკან დაბრუნება
ილო მოსაშვილი

ილო მოსაშვილი

1896 – 1957

ბიოგრაფია

სწავლობდა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1914 წელს იურიდიული განათლების მისაღებად გაემგზავრა პეტერბურგს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გადავიდა ხარკოვში და იქ განაგრძო სწავლა ამავე ფაკულტეტზე. ქართულ მწერლობაში ყმაწვილი ლექსებით შემოვიდა. 1911 წელს გაზეთ „სინათლეში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები, ხოლო აქტიური ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1920 წლიდან. ილო მოსაშვილის პოეზია აღსავსეა ღრმა ლირიზმით და მასშტაბურობით. პოეზიის გარდა, ილო მოსაშვილმა თავისი სიტყვა თქვა პროზაშიც. ამასთანავე ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. მან ქართველი მკითხველი აზიარა ივანე კრილოვის, ტარას შევჩენკოს, ივან ფრანკოს, ვლადიმერ მაიაკოვსკის, სერგეი ესენინის და სხვა პოეტებისა და მწერლების ნიმუშებს. დიდი ამაგი დასდო ქართულ საბავშვო მწერლობას. აღსანიშნავია მისი ღვაწლი დრამატურგიაში. მან გაამდიდრა ჩვენი თეატრების რეპერტუარი ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე შესანიშნავი ქმნილებებით. ქართულ სცენაზე წლების მანძილზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები: „სადგურის უფროსი“, „გზა მომავლისა“, „ჩაძირული ქვები“, „მისი ვარსკვლავი“. ამ ორი პიესით შექმნილ სპექტაკლებს რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენაზე, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიები მიენიჭათ.