გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

TABES DʼORSALIS

ქვევით მილების ურიცხვი ხე-ტყე, ზევით კოშკები და კიოსკები. მათში მიმოდის ქალი ყოველდღე, რომლის სახელი არის როსკიპი. არარა ისე არ მეცოდება, როგორც მონმარტრის ვიწრო გალია, მისი მწარეა სახელწოდება, მისი შემქმნელი კაპიტალია. თრთის კავალერი: ეს დალალ-კავი და ეს ბიუსტი აღელვებს სავსე. გინდა ჩემს მკლავზე მედოსო თავი და გინდა ცოლის დამღალველ მკლავზე. და როცა ასე სჯის გრძნობა მისი, უცებ შეკრთება დარბაზი ლალის, შემოიხედავს ომი, კრიზისი და შავვეშაპა:
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3095.tabes-dorsalis.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    TABES DʼORSALIS | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში