გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

ჩემო იარალი

ჩემო იარალი!“ - ასე ქადაგებდა ყაბახის გმირი, მზგავსება ლომის, ორბელიანი, რომელიც აქებდა ღვინოს და სალომეს. ის დრო წავიდა! ტფილისი ძველი მიინგრ-მოინგრა, სცივათ კახურებს, და ნარიყალა ცრემლებით სველი, მატარებლების კივილს გაჰყურებს; მე ვდგევარ მთაზე, მე ვდგევარ მარტო, დამთვრალი ახალ სანახავითა, რითი გაგართო, როგორ გაგართო? ჩემო იარალი, ის დრო წავიდა!
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/4484.chemo-iarali.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ჩემო იარალი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში