გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

ავტო-მოტო-ველო

ავტო-მოტო-ველო, შენ მიჰქრიხარ, ქალო, დარჩა სადღაც ლელო, ქორი, მთვარე, კალო. უზრუნველია ყვავილები მდელოსი, აქაც მწვანე ველია ავტო-მოტო-ველოსი. რა ბევრი რამ ითქვა, სიტყვა, ფიქრო ძველო, სიმბოლოა თითქო ავტო-მოტო-ველო. სისწრაფის და სივრცის არის სამფლობელო. ავტო-მოტო-ველო! ავტო-მოტო-ველო!
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3114.avto-moto-velo.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ავტო-მოტო-ველო | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში