გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

ათასფერად მოქარგული

ათასფერად მოქარგული, თვისკენ მიწვევს ტურფა ველი; იქ ნიავი წყნარად დაქრის, მსუბუქი და უზრუნველი. იქ, ციურ ცვრით დანამული, ვარდი მეტყვის ქებათ-ქებას და ღიმილით მომაფრქვევენ ყვავილები სურნელებას. მაგრამ ყველას მირჩევნია, როს ყვავილი საფლავს ამკობს და მჩქეფარე ნაკადული უდარდელად მირაკრაკობს.
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/2737.ataspherad-moqarguli.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ათასფერად მოქარგული | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში