გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

ARS LONGA, VITA BREVIS*

სიცოცხლე მთა და ხევის ხანმოკლე ხმაა ნგრევის, სად გონგი გრგვინავს დევიზს: Ars longa Vita brevis! წიწამურს ყველა მარად ჩასთვლიდეს ყოფნის კარად - რომ ყოფნა იქცეს ქნარად - Ars longa Vita brevis! წამიერ გულის ჟინთა კაცს ცეცხლი მისთვის გინდა, რომ უკვდავს ერქვას წმინდა! Ars longa Vita brevis!
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3090.ars-longa-vita-brevis.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა