გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი

არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი, როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი. და მიდიოდა კლდე და ტალღა, მძაფრი და გიჟი, როცა მსოფლიო ნაღარა-დაფს სცემდა პარიჟი. როცა ლანდივით გაიშვირა ქიმერამ დინგი იქით, საითკენ იშლებოდა ხალხის მიტინგი და ნილოსიდან წამოსული ქამელეონი - ეპარებოდა მას მძვინვარე ნაპოლეონი. გაჰქრა. დროს ისე ღიმილით არ ეალუბლება თავისუფლება, დახვრეტილი თავისუფლება.
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3175.arasdros-bedi-ar-kophila-ise-tsbieri.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა