გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია ..

არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია, შენ მიყვარდი, მაგრამ კარგი - არაფერია. ძველისძველი მეგობარი, ღამის მთეველი ისევ მოვა დანაკარგი... არაფერია. გაიშლება მწუხარება შეულეველი, შენის ხელით დანაქარგი... არაფერია. შორეული ხომალდები, მთა და ტყე-ველი იყოს ჩემი სულის სარკე... არაფერია. მომკლას ღვინომ, მომკლას ღამემ, ყოფნა მტვერია, მეტი ძებნა... მეტი ბარგი... არაფერია.
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/2749.ara-zetsa-ara-landi-ara-pheria.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა