გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

არ ცხრებოდა ზღვა იოტით

ციკლიდან „პაციფიზმი“ არ ცხრებოდა ზღვა იოტით - მიმზიდველი სილამაზე, ჩვენც ჭენებით მივდიოდით ჟუმიეთის შარაგზაზე. შორს რჩებოდა მინდორ-ველი გაქანებულ ცხენებს ფეხმარდს, მერე ცხენი მხნე ნაბიჯით მიმოქნეულს შეჰყვა შეღმართს. იშვიათად ნახავ სადმე უკეთესს და კარგს ამაზე: მწვერვალიდან ზღვას დაჰყურებს ისევ იგი სილამაზე.
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3170.ar-tskhreboda-zghva-iotit.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა