გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

არ მეგონა

არ მეგონა, რომ როდისმე დასჭკნებოდა ვარდი, მე მეგონა - მაგნოლიებს ვერ დაგძლევდათ დარდი. არ მეგონა თუ სიბერე არის სინამდვილე, მე მეგონა - მარადისი არის სიყმაწვილე! არ მეგონა, არ მეგონა, არ მეგონა, გულო, თუ ამგვარი გახდებოდი - ცივი, უმამულო, და ამგვარად თუ სიცოცხლის მოკვდებოდა კონა - არ მეგონა, სიცოცხლეო, არა, არ მეგონა.
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/2745.ar-megona.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    არ მეგონა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში