გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

არ განახლდება არ დაბრუნდება

ნიავი დაქრის... სასაფლაოზე ღამე ეშვება... მთები ბინდდება... შემოვა ქალი, დაჯდება ქვაზე და მწარედ, მწარედ აქვითინდება. ქვითინი იგი მიწას ჩასწვდება, ცრემლები კიდევ - ყვავილთა ძირებს, გამოიგლოვებს სიყვარულს პირველს, სიცოცხლეს თვისას გამოიტირებს. ნუგეში არ სურს ობლადა შთენილს, თვითონაც იცის, რისთვისაც კვდება - არ განახლდება კიდევ იგი დრო, ბედნიერება არ დაბრუნდება!
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3163.ar-ganakhldeba-ar-dabrundeba.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    არ განახლდება არ დაბრუნდება | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში