გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

არ არის იგი იმდენად ტკბილი

არ არის იგი იმდენად ტკბილი დრო, დაფარული ცეცხლის ენებით, მაგრამ არც ისე მწარე აქვს კბილი საწამლავებით და შეჩვენებით. მან შეაჩვია სოფელს სატანა, ჯოჯოხეთური ალი ქურების, რათა შემდეგში შესძლოს ატანა უფრო საშინელ განადგურების.
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3162.ar-aris-igi-imdenad-tkbili.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    არ არის იგი იმდენად ტკბილი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში