გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

აპლოდისმენტი

აპლოდისმენტი ხანდახან არის ის ზენა-ქარი, შენ რომ ისმენდი, ამოძრავება სიყალბის ჩქარის - აი, რა არის აპლოდისმენტი. ტაშიც საქმეა, საქმეა, ვიდრე აზრთა წყობაში არა ხარ მრუდი. ტაში - ზოგისთვის არის სიმდიდრე, ზოგისთვის კიდევ - მხოლოდ აბსურდი. მაგრამ თუ სწორად დგეხარ, დადექი: ტაში ცივია, ტაში ჩქარია, ტაში არ არის გამოსადეგი, თუ იგი მხოლოდ ზენა-ქარია!
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3160.aplodismenti.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    აპლოდისმენტი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში