გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

ანძები

დაუნდობელი ქარით ნარენი და დაწეწილი, როგორც წვიმები, ვით დაღალული სერაფიმები, ჰქროდენ ანძები მგლოვიარენი. არ მეშინოდა, გზას არ აურევს ცისფერ ხომალდის სველი ფერდები, „მიწა!“ - აღმოხდათ გულს მეზღვაურებს, მაგრამ მე მაინც არ შევჩერდები.
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3159.andzebi.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ანძები | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში