გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

ამ ოდესმე მხიარული

ამ ოდესმე მხიარული გზით უყვარდათ სიარული; აწ გზა მიტოვებულია, როგორც ძველი სიყვარული. მაგრამ ყველაფერი ძველი ამოა და სასურველი: ძველი პური, ძველი ღვინო, ძველი სტუმარ-მასპინძელი. ძველებური მიყვარს სუფრა და სიმღერა, მაგრამ უფრო მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო და არც გამოვესაუბრო. შემოდგომავ, მოდი, გელი, მომაწოდე შენი ხელი, მიყვარს ყველაფერი სადა, მიყვარს ყველაფერი ძველი!
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3147.am-odesme-mkhiaruli.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა