გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

ამ არემარეზე

სულ ამ არემარეზე უცნაური ის არის: გადაწევა უქმია რკინისგზების ისარის. საბარგო მატარებელს თვალი ვერ დაინახავს. ალბათ ინდუსტრიალურ საიდუმლოს ინახავს. ჩვენში, აბა, უსმინეთ, აღტაცებას მიცემულს - მრავალთ-მრავალ ბორბლების გრგვინვას გრიგალისებურს.
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3145.am-aremareze.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა