გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

აი, რა დროს იგრძნო სიცოცხლის ფასი!

: ეხლა რომ არ მოჰკვდებოდეს, სიცოცხლის ფასი მან ეხლა იცის, იცის, რას ნიშნავს ამ ქვეყანაზე ყოველი წუთი საარსებო გზის. როგორ გრძნობს ამას! როგორ სურს ეხლა, სხვას გააგონოს ის სიტყვა წრფელი, დასაბამიდან მის ბაგეთაგან დაუხატავი, გამოუთქმელი.
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3128.ai-ra-dros-igrdzno-sitsotskhlis-phasi.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    აი, რა დროს იგრძნო სიცოცხლის ფასი! | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში