გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

აი ფანჯარა იმ სახლის

აი, ფანჯარა იმ სახლის, დაუვიწყარი ფანჯარა - რომელთა დღეთა სიახლის ჩემს გულში არა დარჩა-რა. სამუდმოდ ამიერიდან დახურულია ის კარი, საიდან მფენდა ნათელსა, ამომავალი ცისკარი. გზებს მარტოობა ჰფენია, ზღვას ხმაურობა დაღლია, წინად სასახლე მეგონა - თურმე უბრალო დახლია.
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/2739.ai-phanjara-im-sakhlis.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა