გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

აელვარებულ ღუმელთა შორის

აელვარებულ ღუმელთა შორის იქ, სადაც კვამლში ქანაობს ძილი, აჩრდილი მაღალ გლადიატორის დადის საშიში, როგორც სიკვდილი, გამოხედვა აქვს ზვიადი ქორის და ბაგეების კერპი დუმილი, გარშემო ნისლის იშლება ქუფრი, ჭვარტლი, გუგუნი, ტალახი, კუპრი.
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3106.aelvarebul-ghumelta-shoris.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    აელვარებულ ღუმელთა შორის | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში