გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

აბრეშუმი გვსურს

აბრეშუმი გვსურს და არა ძონძები, მშრომელები - და არა ხორხონცები. არავისთვის საიდუმლო არაა, მუშას რად სურს აბრეშუმის მარაო, მაგრამ ამბობს: გეყოფათო, კმარაო. დაიჯერებ - ან მეტი რა ჩარაა. მუშასაც სურს აბრეშუმი, ამრიგათ, როგორც გინდათ, ეს ამბავი გაიგეთ. ეხლა კი მობრძანდით. მობრძანდით... აქ არ არის აფრიკა. დავათვალიეროთ ჩვენი ფაბრიკა. და ჩვენ შევყევით. ჩვენ ვხედავთ ფეიქრებს დაზგასთან, ტრიალებს ძაფები, ხრახნები. თანდათან, თანდათან, თანდათან, მრავლდება ფაბრიკა-ქარხნები.
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/2730.abreshumi-gvsurs.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    აბრეშუმი გვსურს | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში