გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

აბისინელო

იტალიიდან თავს დაგტრიალებს ჰაეროპლანთა მსუსხავი ჩრდილი: იგი ჩრდილია მხოლოდ სიკვდილის, ჩრდილი და არა თვითონ სიკვდილი! შენ არ ჩააგო ქარქაშში ხმალი, რევანშის გრძნობა არ შეინელო, სადაც შობილხარ, იმ მთა-გორების იყავ ერთგული, აბისინელო! დარბევა, ქვეყნის განადგურება, რა სამარცხვინო ასპარეზია. ო, ეშინოდეთ იმგვარ სიცოცხლის... ის ხომ სიკვდილზე უარესია!
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3101.abisinelo.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა