გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

აბა, კარგად დაფიქრდი

აბა კარგად დაფიქრდი, როგორ არ გელხინება; დღეს არავინ ერთ ადგილს არ დგას, არ იყინება. წინსვლის იმნაირია სასიცოცხლო ანთება, გუშინდელ დღეს სიზმრადაც რომ არ მოელანდება. იმ მერმისში მტკვრის პირად წახვალ, შენ იქ გიცდიან - იტყვი, რაც გიფიქრია, იმღერ, რაც განგიცდია...
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3098.aba-kargad-daphiqrdi.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა