გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია

1914

რად მომაგონდა მწველი აფრთოვანება ძველი, ცხრაას თოთხმეტი წელი? ნელი ზაფხულის ნდომა? სული სიცოცხლის ნდომის, ჩემი ლექსების ტომი, შემდეგ აჩრდილი ომის და შემოდგომის კვდომა? სულმა წაიღო თანა ის მშვენიერი ნანა, სულმა გალესა დანა ორხიდეებად რგული? ოხვრა, ტირილი ბევრი, განუჭვრეტელი ტევრი, ბედის მრისხანე კევრი... და... მოკლულია გული!
წყარო: https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3084.1914.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა