ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ზოგი დრო მოვა

ზოგი დრო მოვა, ნისლითა სულ-გული შამებურება, არსად ელვაა, არც მეხი, ჩაბნედით ჩაიხურება. სულ სხვა ვარ, როცა ღრუბელი მდუღარედ დაიწურება. გულისა მწარე ტკივილი თვალებს დაუწყებს წოვასა, – ელამუნება სასმელად შავის ფიქრების გროვასა. როგორც ცა, გამოვიდარებ, დამიყუჩდება ტკივილი… თითქოს არა მაქვს საწყრომი, არა მჭირდება ჩივილი. მაგრამ სადიდხნო როდია ეს ამისთანა წამალი… კვლავ ამეშლება ტკივილი, მანამ იყივლებს მამალი, და ისევ ცრემლი, ტირილი, ისევ ძველი გზა სავალი…
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა