ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ზღვა დამდგარიყო ცრემლისა

ზღვა დამდგარიყო ცრემლისა, შიგა ჰყვაოდენ იანი. ნეტავი არ გამაგონა, ტურფავ, მე შენი ზიანი. შენკენ იტაცებს თვალ-გულსა ლაღი ოცნება, ფრთიანი. რორცა ვერ გხედავ თვალითა, დღე მიბნელდება მზიანი. მზეთუნახავის ნახვაცა უშენოდ ჩალა-ბზე არი. უშენოდ დღე მიბნელდება, შენგნით კი ღამეც დღე არი. მე კი მიყვარდე, შენ – არა, ეს სადაური ზნე არი?
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ზღვა დამდგარიყო ცრემლისა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში