ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ყური დაგიჩნდა

ყური დაგიჩნდა, სხივი ჰკრთის, სრულად დამიჩნდი, მთვარეო, გზა-დაკარგულსა, მტირალსა მიშველე, გამახარეო, გაფანტე, ეგებ გზა ვნახო, წყვდიადი მარტყავ გარეო. აღარა ვწყევლო, ეგები, ჩემი სიცოცხლე მწარეო. გულს სწყურის გნახოს ბადრადა, ამო, ამოჩნდი ბარეო. ვიხილო შენი სხივები მთა-ბარზე მოელვარეო! გზა-დაკარგულთა ნუგეშო, შენს სხივებს ვენაცვალეო! [1904 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა